თავში

წარმოშობით ჩინელი ამერიკელები პირბადეებს ხელით კერავენ

წარმოშობით ჩინელი ამერიკელები პირბადეებს ხელით კერავენ
წარმოშობით ჩინელი ამერიკელები პირბადეებს ხელით კერავენ

ისევე როგორც ყველა ამერიკელი, მასაჩუსეტსში, მედფილდში მცხოვრები, წარმოშობით ჩინელი ვენჩანგ შუეიც ემზადება, რომ მომდევნო 2 კვირის მანძილზე პირბადეების გამოსაყენებლად საკმარისი რაოდენობა მოამზადოს. მათ  დასამზადებლად ვენჩანგი საწოლის ფერად თეთრეულსა და საკერავ მანქანას იყენებს. 

ვენჩანგმა ამის კეთება მანამდე დაიწყო, სანამ ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოაცხადებდა, რომ საზოგადოებაში ნიღბების ტარება ყველასათვის აუცილებელია. პეკინში დაბადებული ქალბატონი, რომელიც ამერიკაში 1985 წლიდან ცხოვრობს, კორონავირუსზე ინფორმაციის გაგებისას მიხვდა, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად პირბადის ტარება აუცილებელი გახდებოდა. 



"ჩვენ WeChat-ის საშუალებით თვალს ვადევნებდით და ვკითხულობდით თუ რა ხდებოდა ვუჰანში. ჩვენ მივხვდით რამდენად სერიოზული იყო ეს დაავადება და მომზადება ბევრად ადრე დავიწყეთ, ვიდრე სხვა ამერიკელებმა”,- ამბობს ვენჩანგი. 

მან, რამდენიმე ადგილობრივ ჩინელთან ერთად, რომელსაც სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა, ერთ კვირაში 1,300-ზე მეტი ნიღაბი შეკერა და რამდენიმე საავადმყოფოში დაარიგა. მაშინაც კი, როცა საავადმყოფოებში ურჩიეს, რომ თავი შეეკავებინა სახლში დამზადებული ნიღბების გამოყენებისაგან, ვენჩანგმა ამის კეთება არ შეწყვიტა, რადგან ფართო საზოგადოების დახმარებაზე იყო ფოკუსირებული. ის ცდილობდა, რომ ამერიკელები ნიღბების ტარების აუცილებლობაში დაერწმუნებინა, თუმცა ეს ადვილი არ აღმოჩნდა, რადგან წინააღმდეგობას მისი ზრდასრული შვილებიც კი უწევდნენ, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ. 

"ჩემთვის პირბადის ტარება ბუნებრივად გამოიყურება, ისინი კი ფიქრობენ, რომ ვაჭარბებ და ამ სიტუაციაზე გადაჭარბებული შეხედულება მაქვს", - ამბობს ვენჩანგი. 

იგი იმედოვნებს, რომ ამერიკელები ამ სიტუაციას პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და ნიღბების ტარებას აქტიურად დაიწყებენ. შუეი მადლობას უხდის ამერიკის მთავრობას, რომ ადამიანებს ამისაკენ მოუწოდა, რადგან ძალიან წუხდა, რომ მისი მეგობრები თავს საფრთხეში იგდებდნენ, როცა საზოგადოებრივ ადგილებში სახის პირბადის გარეშე თამამად გადიოდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system