თავში

"ცერნე აბას გიგანტის" წარმოშობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"ცერნე აბას გიგანტის" წარმოშობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ცერნე აბას გიგანტის წარმოშობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ინგლისის ქალაქ დორსეტში, სოფელ ცერნე აბასის მახლობლად მდებარე გეოგლიფი "ცერნე აბას გიგანტი", სავარაუდოდ, გვიან საქსონური პერიოდის ქმნილებაა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ძეგლიდან აღებულ ნიმუშებს მეცნიერები 12 თვის განმავლობაში ამუშავებდნენ და ახალი თეორიაც გაჩნდა იმის შესახებ, რომ ცარცით შესრულებული უზარმაზარი სკულპტურა რაღაც პერიოდის განმავლობაში მივიწყებული იყო და შემდეგ გადაწყვიტეს მისი განახლება. 

გეოარქეოლოგი მაიკ ალენის თქმით, კვლევის ნიმუშებზე პასუხი "ისეთი არ იყო, როგორსაც ელოდნენ".

"ყველა ცდებოდა და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ ყველაფერს", - ამბობს ის.

ივლისში, მეცნიერებმა განაცხადეს რომ გეოგლიფი სავარაუდოდ პრეისტორიული ხანის არაა.

"ბევრ არქეოლოგს ეგონა, რომ ძეგლი პრეისტორიული ან პოსტ შუასაუკუნეებისაა, მაგრამ არა შუა საუკუნეების", - აცხადებს ალენი.

მეცნიერების მიერ გამოკვლელუი ნიმუშებით კი დგინდება, რომ გეოგლიფი დაახლოებით 700-1100 წლებში შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ შიშველი გიგანტი გვიანდელმა საქსონებმა ამოჭრეს მიწაში. 

აღსანიშნავია, რომ ადრინდელი კვლევებით დგინდებოდა, რომ გიგანტი დაახლოებით 1560 წელს იყო შექმნილი და ლიტერატურაშიც პირველად 1 694 წელს ჩნდება. 

აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ "ცერნე აბას გიგანტი" ჯერ საქსონებმა ამოტვიფრეს გორაკზე, შემდეგ კი რაღაც პერიოდი მივიწყებული იყო, შუა საუკუნეებში კი მისი განახლება მოხდა.  მიუხედავად ყველაფრის, მისი შექმნა და მნიშვნელობა საიდუმლოებით მოცული რჩება.

ეს ფიგურა ყველაზე მეტად გამოირჩევა გიგანტური კაცის ერექციული პენისით. მას "ბრიტანეთის ყველაზე ცნობილ ფალოსს" უწოდებენ და პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system