თავში

ციხანოვსკაია ეუთო-ს ბელარუსში უსაფრთხოდ დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს

​ციხანოვსკაია ეუთო-ს ბელარუსში უსაფრთხოდ დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს
ციხანოვსკაია ეუთო-ს ბელარუსში უსაფრთხოდ დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია ეუთოს ბელარუსში უსაფრთხოდ დაბრუნებასა და ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში დახმარებას სთხოვს.

"საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ბელარუსში მშვიდობიანი დაბრუნების გზები მინდა მოვნახო. მას შემდეგ რაც ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის 2 საქმეა აღძრული და საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, ჩემი დაბრუნების შემთხვევაში უნდა არსებობდეს გარკვეული გარანტიები",- განაცხადა ციხანოვსკაიამ. მან მაგალითად რუსი ოპოზიციონერისა და კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის მაგალითი მოიყვანა და საერთაშორიო თანამეგობრობის მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

მანამდე, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრაზე, ციხანოვსკაიამ მათ სთხოვა თავის თავზე აეღოთ, ბელარუსის კრიზისის დაძლევის მიზნით, ფართო დიალოგის ორგანიზება. ციხანოვსკაიას თქმით, ეუთო-ს შეეძლო ბელარუსისთვის დახმარება გაეწია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system