თავში

ციმბირული ვეფხვი სოფლის მაცხოვრებელს დაესხა თავს - VIDEO

ციმბირული ვეფხვი სოფლის მაცხოვრებელს დაესხა თავს - VIDEO
ციმბირული ვეფხვი სოფლის მაცხოვრებელს დაესხა თავს - VIDEO

ჩინეთში, იშვიათი ჯიშის ვეფხვი, რომელიც თავს დაესხა სოფლის მცხოვრებელს და დააზიანა ერთ-ერთი ადგილობრივის კუთვნილი ავტომობილი, პოლიციისა და სატყეო სამსახურის წარმომადგენლების მიერ ერთსაათიანი დევნის შემდეგ დაიჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დაჭერილ ცხოველს 45 დღის განმავლობაში დააკვირდებიან და შემდეგ გაუშვებენ. 

პირი, რომელსაც ვეფხვი დაესხა თავს საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ციმბირულ ვეფხვს, ის 2-3 წლის მამრობითი სქესისაა და 225 კილოგრამს იწონის. 

ვიდეოზე, რომელიც ვრცელდება, ჩანს როგორ ესხმის თავს ვეფხვი მანქანაში მყოფ ქალს და აზიანებს ავტომობილს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system