თავში

წინ რთული ზამთარი გველის - ჯანმო

​წინ რთული ზამთარი გველის - ჯანმო
წინ რთული ზამთარი გველის - ჯანმო

ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ, მარტამდე, შესაძლოა, 2 მილიონს გადააჭარბოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა ჰანს კლიუგემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა ჯერ კიდევ პანდემიის „ძლიერ მარწუხებში“ იმყოფება, ამიტომ საჭიროა „ვაქცინაცია პლიუს“ მიდგომა.

"იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ამ ვირუსით და გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, უნდა გამოვიჩინოთ „ვაქცინა პლიუს“ მიდგომა. ეს ნიშნავს ვაქცინის სტანდარტული დოზების მიღებას, შეთავაზების შემთხვევაში „ბუსტერის“ მიღებას, ასევე პრევენციული ზომების ჩართვას ჩვენს ჩვეულ რუტინაში", - განაცხადა ჰანს კლიუგემ.

კლიუგემ აღნიშნა, რომ წინ რთული ზამთარია, თუმცა პანდემიის სტაბილიზაციისთვის გადამწყვეტი ზომების მიღება შესაძლებელია.

"წინ რთული ზამთარი გველის, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ. რადგან ყველა ჩვენგანს - მთავრობებს, ჯანდაცვის ორგანოებს, ინდივიდუალურ პირებს - შეგვიძლია გადამწყვეტი ზომების მიღება პანდემიის სტაბილიზაციისთვის“, - აღნიშნა კლიუგემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system