თავში

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

​წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შვეიცარიელი დიპლომატი მირიანა სპოლიარიჩ ეგგერი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

ეგერი ორგანიზაციის პრეზიდენტად ICRC-ის უზენაესმა მმართველმა ორგანომ, ასამბლეამ აირჩია.

ორგანიზაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, პეტერ მაურერის უფლებამოსილება 2022 წლის სექტემბერში ამოიწურება.

2018 წლიდან ეგერი გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის თანაშემწე, გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული ბიუროს დირექტორი ევროპასა და დსთ-ში არის.

მანამდე ეგერი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system