თავში

ცხოვრების არსის გააზრება სიცოცხლეს ახანგრძლივებს

​ცხოვრების არსის გააზრება სიცოცხლეს ახანგრძლივებს
ცხოვრების არსის გააზრება სიცოცხლეს ახანგრძლივებს

იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხოვრებაში საკუთარი დანიშნულების გააზრება - იკიგაი, ადამიანის ჯანმრთელობას აუმჯობესებს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

იკიგაი ფილოსოფიაა, რომელიც ადამიანს ეხმარება ბედნიერება იპოვოს თითოეულ დღესა და ნებისმიერ საქმეში. თუ მას ცხოვრებაში გარკვეული მოწოდება და მიზანი აქვთ, ეს მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგძლივობაზე დადებითად მოქმედებს.

კვლევა იაპონიაში 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში 70 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შედეგები ადასტურებს, რომ ცხოვრებაში საკუთარი დანიშნულების არსის გაცნობიერება მამაკაცებში სიკვდილიანობის რისკი 26%-ით, ქალებში კი 33%-ით ამცირებს. იკიგაის ასევე მინიმუმამდე დაჰყავს ინსულტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

იკიგაი იაპონურ ენაზე "ცხოვრებისეული ღირებულებების გააზრებასა და ცხოვრებისაგან ბედნიერებისა და კეთილდღეობის შეგრძნებას" ნიშნავს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იაპონელების ხანგრძლივი სიცოცხლის საფუძველი სწორედ იკიგაია.

დღევანდელი სტატისტიკით იაპონიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 83 წელია.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system