თავში

ცნობილი ესპანური მემის გმირი გარდაიცვალა - VIDEO

ცნობილი ესპანური მემის გმირი გარდაიცვალა
ცნობილი ესპანური მემის გმირი გარდაიცვალა - VIDEO

ესპანეთში კომედიური მსახიობი ხუან ბორხა გარდაიცავალა. მსახიობს საყოველთაო პოპულარობა ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ მოუტანა, სადაც ის რესტორანში მუშაობის შესახებ ამბავს ყვება და თან იცინის. მსახიობი იხსენებს როგორ დატოვა ზღვის ნაპირზე ქვაბები გასაწმენდად და ისინი წყალმა როგორ წაიღო. ვიდეოს მილიონობით ნახვა ჰქონდა და მემად მალევე იქცა. მსახიობის სიცილისა და ფოტოს გამოყენებით უამრავი ქოუბი გაკეთდა.

ბორხას სახასიათო გარეგნობის, საინტერესო ისტორიებისა და თავისებური სიცილის გამო ხშირად იწვევდნენ სხვა და სხვა თოქ-შოუებში. მსახიობი 66 წლის ასაკში გულის პრობლემებით გარდაიცავალა.

{widget-content-24612}}

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system