თავში

ცნობილი ჟირაფი "ეიპრილი" დააძინეს

ცნობილი ჟირაფი "ეიპრილი" დააძინეს
ცნობილი ჟირაფი ეიპრილი დააძინეს

ნიუ იორკის მახლობლად მდებარე კერძო ზოოპარკში მყოფი ჟირაფი, სახელად ეიპრილი 2017 წელს ინტერნეტ ვარსკვლავი გახდა. Facebook პირდაპირ ეთერში დაახლოებით 1,2 მილიონმა მაყურებელმა მისი მეოთხე შვილის, ტაჯირის დაბადებას ადევნა თვალი. 

გასულ ზაფხულს, 20 წლის ეიპრილს მობილობა დაუქვეითდა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას მარცხენა უკანა ფეხის ოსტეოართროზი ჰქონდა.

ვეტერინარების და ზოოპარკის პერსონალის ყველა მცდელობის მიუხედავად, დაავადება პროგრესირებდა. ჟირაფის სამკურნალოდ 150 000 აშშ დოლარიც კი შეაგროვეს, თუმცა უშედეგოდ. 

საბოლოოდ, 2 აპრილს, ეიპრილი დააძინეს. აღსანიშნავია, რომ მან 4 ცოცხალი შთამომავალი დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system