თავში

ცნობილია ბოსტნეული, რომელიც მოწევის შემდეგ ფილტვებს აღდგენაში ეხმარება

​ცნობილია ბოსტნეული, რომელიც მოწევის შემდეგ ფილტვებს აღდგენაში ეხმარებ
ცნობილია ბოსტნეული, რომელიც მოწევის შემდეგ ფილტვებს აღდგენაში ეხმარება

პომიდვრის რეგულარული მიღება მწეველს ფილტვების აღდგენაში ეხმარება. ეს ბოსტნეული ორგანოს ფუნქციების დაქვეითებას ანელებს, რაც მწეველების შემთხვევაში ორგანიზმში გარდაუვლად ხდება. პომიდორი სასუნთქი გზების სიჯანსაღის შენარჩუნებაში იმათაც ეხმარება, ვინც უკვე მრავალი წელია ეწევა.

კვლევა აშშ-ს ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა გაავრცელეს. 10 წლის განმავლობაში ისინი მოხალისეებს აკვირდებოდნენ, ანალიზებს რეგულარულად უტარებდნენ და სპირომეტრიის მეთოდს იყენებდნენ, რომლის დროს სასუნთქ ფუნქციებზე მონიტორინგი ხდება.

შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დადებით ზეგავლენას ფილტვების ჯანმრთელობაზე პომიდორი ახდენს. საკმაოდ კარგი შედეგები მათაც აჩვენეს, ვის რაციონში ვაშლიც შედიოდა.

ექსპერიმენტის იმ მონაწილეების შემთხვევაში, ვინც დღეში სულ მცირე ორ პომიდორსა და სამ ვაშლს ჭამდა, ფილტვების შრომისუნარიანობის შემცირება გაცილებით დაბალი იყო ვიდრე იმათი, ვინც ამ ბოსტნეულსა და ხილს რეგულარულად არ იღებდა. ამ დაკვირვების საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პომიდვრისა და ვაშლის დიდი რაოდენობით მიღება მწეველებს ფილტვების აღდგენაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system