თავში

ცნობილია, რა თანხა მიიღო მელინდა გეითსმა განქორწინების შემდეგ

ცნობილია, რა თანხა მიიღო მელინდა გეითსმა განქორწინების შემდეგ
ცნობილია, რა თანხა მიიღო მელინდა გეითსმა განქორწინების შემდეგ

Microsoft-ის დამფუძნებელთან ბილ გეითსთან განქორწინების შემდეგ, მელინდა გეითსმა 1,8 მილიარდი დოლარის ფასიანი ქაღალდები მიიღო. აქედან 1.5 მილიარდი დოლარი კანადის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის აქციებია და 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების წილი აშშ-ის უდიდეს ავტოდილერებში. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

Forbes-ი ბილ გეითსის ქონებას 124 მილიარდ დოლარად აფასებს. ბიზნესმენი აქტივების ნაწილს ფლობს Cascade Investments Fund- ის საშუალებით, რომელმაც აქციების მხოლოდ მცირე ნაწილი გადასცა მელინდას. მთლიანობაში, ფონდს განკარგულებაში აქვს 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები.

აღინიშნა, რომ ქონების გაყოფა ჯერ არ დასრულებულა.

ბილმა და მელინდა გეითსებმა განქორწინების შესახებ ორშაბათს განაცხადეს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ქორწინების 27 წლის განმავლობაში მათ სამი შვილი გაზარდეს და შექმნეს საქველმოქმედო ფონდი. წყვილი ჰავაიზე 1994 წელს დაქორწინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system