თავში

ცნობილია, რამდენი პარტია მოხვდა რუსეთის დუმაში

​ცნობილია, რამდენი პარტია მოხვდა რუსეთის დუმაში
ცნობილია, რამდენი პარტია მოხვდა რუსეთის დუმაში

რუსეთის საარჩევნო კომისიის ცნობით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში პარტია "ერთიანი რუსეთი" 49.82 %-ით ლიდერობს.

წინასწარი მონაცემებით, "ერთიანი რუსეთი“ 198 ერთმანდატიან ოლქებშიც ლიდერობს.

მეორე ადგილზე "რუსეთის კომუნისტური პარტია" გავიდა, რომელსაც 18.93% აქვს. მესამე ადგილზეა "ლიბერალ-დემოკრატიული პარტია" 7.55%-ით.

სათათბიროს ქვედა პალატაში ასევე შედიან "სამართლიანი რუსეთი“ 7.46% და "ახალი ადამიანები“ 5.32%-ით.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ხუთი წლის ვადით, შერეული სისტემით ირჩევა: 225 დეპუტატი პარტიული სიით, 225 კი - ერთმანდატიან ოლქებში.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. განცხადება აღნიშნულია, რომ პროცესი ისეთ პირობებში ჩატარდა, რომლებიც თავისუფალი და სამართლიანი პროცესებისთვის არახელსაყრელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system