თავში

ცნობილია ვინ ითამაშებს პრინც ჩარლზს ფილმში "სპენსერი"

​ცნობილია ვინ ითამაშებს პრინც ჩარლზს ფილმში "სპენსერი"
ცნობილია ვინ ითამაშებს პრინც ჩარლზს ფილმში სპენსერი

რეჟისორმა პაბლო ლარაინმა თავისი ახალი ფილმისთვის "სპენსერი" პრინც ჩარლზის როლის შემსრულებელი იპოვა. მას მსახიობი ჯეკ ფარტინგი ითამაშებს. ამის შესახებ გამოცემა Harper's Bazaar წერს.

ფარტინგს პარტნიორობას კრისტენ სტიუარტი გაუწევს, რომელიც პრინცესა დაიანას როლს შეასრულებს.

"სპენსერში" მოთხრობილია დაიანას ცხოვრების რამდენიმე დღის შესახებ. მოვლენები 1990 წლებში ვითარდება. სიუჟეტის მიხედვით, ის ჩარლზთან ერთად დედოფალ ელისაბედ მეორესთან შობის აღსანიშნად მიდის, სადაც ხვდება, რომ მისი ქორწინება დაშლის ზღვარზეა.

ფილმისთვის მუსიკას ჯგუფ Radiohead-ის წევრი ჯონი გრინვუდი წერს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება ფილმის პრემიერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system