თავში

ევროკავშირმა ბრექსითის ვადა 31 იანვრამდე გააგრძელა

​ევროკავშირმა ბრექსითის ვადა 31 იანვრამდე გააგრძელა
ევროკავშირმა ბრექსითის ვადა 31 იანვრამდე გააგრძელა

ევროკავშირმა დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონი მოთხოვნა ბრექსითის ვადა 3 თვით გახანგძლივების შესახებ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა უკვე დაადასტურეს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა.

„ევროკავშირი27 ( 27 სახელმწიფო) დიდი ბრიტანეთის მოთხოვნას ბრექსითის 2020 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით დაეთანხმა. გადაწყვეტილება დადასტურებული იქნება წერილობით“, - წერს დონალდ ტუსკი "ტვიტერზე".

 

ეს ბრექსითის გადავადების მესამე შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 2017 წლის მარტში, დიდმა ბრიტანეთმა ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი გამოიყენა და ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა დაიწყო.

პრემიერმა ბორის ჯონსონმა, მანამდე, განაცხადა, რომ მოკვდებოდა და "ბრექსითის" კიდევ ერთხელ გადადებას არ დაუშვებდა. ახლა იგი ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების დანიშვნით ცდილობს. გადაწყვეტილებას დეპუტატებმა კენჭი დღეს უნდა უყარონ. ჯონსონი იმედოვნებს, რომ პარლამნეტში უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, დეპუტატები ევროკავშირთან უკვე მიღწეულ შეთანხმებას მხარს დაუჭერენ. ასეთ შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ვადაზე ადრე, 31 იანვრამდე დატოვებას შეძლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system