თავში

რუსეთი ამოწმებს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს - პოლონეთის პრემიერი

​რუსეთი ამოწმებს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს - პოლონეთის პრემიერი
რუსეთი ამოწმებს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს - პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავიცკი თვლის, რომ რუსეთი თავისი ამჟამინდელი ქმედებებით ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლია წასვლა ევროპის წინააღმდეგ, ამიტომ ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"რუსეთი ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლია წასვლა. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარულები და ერთიანები!", - დაწერა მან.

მორავეცკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკაში ძალადობრივ მეთოდებს მიმართავს.

"მან იცის, რომ მისი ძალა გაზის ფასებზეა დამოკიდებულია. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროპა მის მიწოდებაზე იყოს დამოკიდებული", - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მანამდე მორავეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავად დაადასტურა, რომ გაზსადენი "ჩრდილოეთ ნაკადი 2" გაზის შანტაჟის ელემენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system