თავში

თუ ვინმე უნდა მომკვდარიყო, ეს მე უნდა ვყოფილიყავი - რას წერს 6 წლის ბიჭი

თუ ვინმე უნდა მომკვდარიყო, ეს მე უნდა ვყოფილიყავი - რას წერს 6 წლის ბი
თუ ვინმე უნდა მომკვდარიყო, ეს მე უნდა ვყოფილიყავი - რას წერს 6 წლის ბიჭი

6 წლის ბიჭი ბრიჯერ უოკერსი თავის პატარა დასთან ერთად ეზოში იდგა. ამ დროს მათ ძაღლი თავს დაესხა, თუმცა ბიჭმა პატარა და ძაღლის თავდასხმისგან გადაარჩინა და ძაღლს თვითონ შეებრძოლა. პატარა ბიჭი ძაღლმა სახეზე დაკბინა და სამუდამო კვალი დაამჩნია. 

ექიმების თქმით, მას სახეზე 90 ნაკერი დაადეს. საბედნიეროდ დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა. 6 წლის ბიჭი ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას სახლში გადის.

"თუ ვინმე უნდა მომკვდარიყო, ეს მე უნდა ვყოფილიყავი", - განაცხადა 6 წლის გმირმა. 

მსახიობმა ენ ჰეთეუეიმ, მას შემდეგ, რაც ბიჭის სურათებმა სოციალური ქსელი მოიცვა, პატარა გმირი მონათლა.

ამერიკელი მსახიობი კრის ევანსი, რომელიც ცნობილია "Marvel"-ის კომიქსების სუპერმირების როლებით, აღფრთოვანებული დარჩა 6 წლის ბიჭის სიმამაცით, რომელმაც თავის პატარა და ძაღლის თავდასხმისგან გადაარჩინა. მსახიობმა პატარა გმირ ბიჭს, "კაპიტან ამერიკის" ფარი აჩუქა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system