თავში

ტურისტი, რომელმაც 2017 წელს საგზაო შემთხვევის დროს ფეხი დაკარგა, მძღოლს უჩივის

ტურისტი, რომელმაც 2017 წელს საგზაო შემთხვევის დროს ფეხი დაკარგა,
ტურისტი, რომელმაც 2017 წელს საგზაო შემთხვევის დროს ფეხი დაკარგა, მძღოლს უჩივის

ჰოგ-კონგში 2017 წლის 1 ნოემბერს ჩინელმა ტურისტმა საგზაო შემთხვევის დროს ფეხი დაკარგა. ის ავტობუსის იმდროინდელ მძღოლს უჩივის. ამის შესახებ South China Morning Post წერს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებული და ავტობუსის მძღოლი სასამართლოში დაიბარეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი 2017 წელს 11 თვით დააპატიმრეს და 2 წლით მართვის მოწმობა ჩამოართვეს

ავტობუსის მძღოლის ადვოკატმა განაცხადა, რომ იგი დანაშაულის გამო სინანულს გამოთქვამს. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ საგზაო შემთხვევის შემდეგ მძღოლმა პროფესია შეიცვალა, რადგან ტრანსპორტის მართვა მას უბედურ შემთხვევას ახსენებდა. ის ახლა დაცვის თანამშრომლად მუშაობს.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა 2017 წლის 1 ნოემბერს მოხდა. ფეხით მოსიარულე ადამიანები შუქნიშანზე გადასვლას აპირებდნენ, ავტობუსი კი სწრაფი სიჩქარით ხალხმრავალ ადგილას შევარდა. ჩინელმა ტურისტმა გაქცევა ვეღარ შეძლო და ავტობუსმა ფეხზე გადაუარა, რის გამოც მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system