თავში

თურქეთი 106 წლის წინ არ გამოჩენილა - შამილ აირიმი

თურქეთი 106 წლის წინ არ გამოჩენილა - შამილ აირიმი
თურქეთი 106 წლის წინ არ გამოჩენილა - შამილ აირიმი

"ჯო ბაიდენმა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დროს, სომხური ლობის გავლენით დადებული პირობა შეასრულა.  მან გამოიყენა ფრაზა "meds yeghern", რაც "დიდ უბედურებას" ნიშნავს", - ამის შესახებ  თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) დეპუტატმა, თურქეთ-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა შამილ აირიმმა განაცხადა.

”არ არსებობს არც ეროვნული და არც საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 1915 წლის მოვლენებს გენოციდად აკვალიფიცირებს”, - აღნიშნა შამილ აირიმმა.

დეპუტატის განცხადებით, მართალია ბაიდენის განცხადება სომხეთისა და მისი მომხრეებისათვის სასიხარულო აღმოჩნდა,  თუმცა თურქეთი 106 წლის წინ არ გამოჩენილა.

”კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სომხეთის ოცნებები, რომელიც არ ცნობს თურქეთის საზღვრებს და მას ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს, არარეალურია. ვთვლი, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

ყველა, ვინც 1992 წელს ხოჯალში განხორციელებულ გენოციდს არ ცნობს, თვალს ხუჭავს აზერბაიჯანის მიწების 30 წლიან ოკუპაციაზე და ისტორიის გადაწერას ცდილობს, პასუხს აგებს", - აცხადებს შამილ აირიმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system