თავში

თურქეთი ავიამიმოსვლას კიდევ 46 ქვეყანასთან წყვეტს

​თურქეთი ავიამიმოსვლას კიდევ 46 ქვეყანასთან წყვეტს
თურქეთი ავიამიმოსვლას კიდევ 46 ქვეყანასთან წყვეტს

კორონავირუსის გავრცელების გამო, თურქეთის ხელისუფლება ავიამიმოსვლას კიდევ 46 ქვეყანასთან წყვეტს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu არცელებს.

მანამდე თურქეთს შეწყვეტილი ჰქონდა ავიამიმოსვლა ავსტრიასთან, ბელგიასთან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთა, დანიასთან, ეგვიპტესთან, ერაყთან, ირანთან, ირლანდიასთან, ესპანეთთან, იტალიასთან, ჩინეთთან, ნიდერლანდებთან, ნორვეგიასთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, კორეის რესპუბლიკასთან, საუდის არაბეთთან, საფრანგეთთან, შვეიცარიასთან, შვედეთთან.

სიას დაემატა: ქუვეითი, ბანგლადეში, მონღოლეთი, უკრაინა, კოსოვო, მაროკო, ლიბანი, იორდანია, ყაზახეთი, უზბეკეთი, ომანი, სლოვენია, მოლდოვა, ჯიბუტი, ეკვატორული გვინეა, კანადა, ინდოეთი, უნგრეთი, გვატემალა, პოლონეთი, კენია, სუდანი, ჩადი, ფილიპინები, ლატვია, პერუ, შრი-ლანკა, ეკვადორი, ნიგერი, ტუნისი, ალჟირი, კოტ დ 'ივუარი, ფინეთი, ანგოლა, ჩეხეთი, დომინიკის რესპუბლიკა, კამერუნი, მონტენეგრო, კოლუმბია, ჩრდილოეთ მაკედონია, მავრიტანია, ნეპალი, პორტუგალია და პანამა. გარდა ამისა, სიაშია არაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა და ტაივანი.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში კორონავირუსით 670 ადამიანია ინფიცირებული, 9 გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system