თავში

თურქეთი COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის ტესტირებას იწყებს

თურქეთი COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის ტესტირებას იწყებს
თურქეთი COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის ტესტირებას იწყებს

თურქეთი ახალი ტიპის კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის ადამიანებზე ტესტირებას იწყებს, რომელმაც ლაბორატორიულ კვლევებში ეფექტური შედეგი აჩვენა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Anadolu იუწყება.

პრეპარატის სახელია "TR-C 19" და იგი კომპანია VSY Biotechnology-ის მიერ სტამბოლის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავდა.

უნივერსიტეტის რექტორმა ჯევდეტ ერდოლმა აღნიშნა, რომ პროექტმა ლაბორატორიულ კვლევებში წარმატებას მიაღწია და ახლა უკვე შემდეგი საფეხურისთვის არის მზად.  

"ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩვენ შევიმუშავეთ TR-C 19 პრეპარატი, რომელმაც ლაბორატორიული კვლევების დროს აჩვენა, რომ მას კორონავუსის განეიტრალება შეუძლია. ახლა ჩვენ მზად ვართ იგი ადამიანებზე გამოვცადოთ", - განაცხადა ერდოლმა. ამჟამად მკვლევარები თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროდან ნებართვას ელოდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system