თავში

თურქეთი და ეგვიპტე პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავენ

​თურქეთი და ეგვიპტე პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავენ
თურქეთი და ეგვიპტე პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავენ

5-6 მაისს თურქეთისა და ეგვიპტეს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, პირველად 8 წლის შემდეგ, პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯები იქნება განხილული.

"ამ ტიპის მოლაპარაკებები სასარგებლოა მხარეთა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და რეგიონალური კონტექსტისთვის“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system