თავში

თურქეთი იდლიბში ოპერაციის დასაწყებად მზად არის

​თურქეთი იდლიბში ოპერაციის დასაწყებად მზად არის
თურქეთი იდლიბში ოპერაციის დასაწყებად მზად არის

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ოფიციალური ანკარა სირიაში, იდლიბში, სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის მზად არის და ეს მხოლოდ დროის ამბავია.

ერდოღანის თქმით, თურქეთი იდლიბს ასადის რეჟიმისა და მისი მომხრეების ხელში არ დატოვებს.

ამ განცხადებას წინ უძღოდა სირიის საკითხებზე რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი, რომელიც მოსკოვში 17-18 თებერვალს გაიმართა. თურქულის მხარის განცხადებით, მოლაპარაკებები ჯერჯერობით ანკარისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგების გარეშე მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system