თავში

თურქეთი NATO-ს კოლექტიური თავდაცვის გეგმის მხარდაჭერის სანაცვლოდ პირობებს აყენებს

ტურექეთი ნატო
თურქეთი NATO-ს კოლექტიური თავდაცვის გეგმის მხარდაჭერის სანაცვლოდ პირობებს აყენებს

თურქეთი არ დაეთანხმება NATO-ს თავდაცვის წინადადებას პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან დაკავშირებით, ვიდრე ალიანსი სირიაში, თურქეთისთვის შემაშფოთებელი ქურთი მებრძოლების მხარდაჭერას არ შეწყვეტს. ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლონდონში NATO-ს სამიტზე გამგზავრებამდე გააკეთა. ერდოღანის თმით, ამ საკითხის განხილვას ის პოლონეთისა და ბალტიის სახელმწიფოების ლიდერებთან შეხვედრაზე გააგრძელებს.

ლონდონის სამიტის დაწყებამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას, რომელიც პოლონეთის ან ბალტიის ქვეყნებზე განხორციელდება. 

„NATO-ს ძალების ყოფნა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში არის მძლავრი მესიჯი რუსეთისთვის: თუ მოხდება მათზე თავდასხმა, მას მთელი ალიანსი უპასუხებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

თურქეთმა ალიანსი დაადანაშაულა იმაში, რომ NATO მხარს უჭერს ბალტიის სახელმწიფოების უსაფრთხოებას, თუმცა უგულებელყოფს საფრთხეებს, რომელსაც თურქეთს ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებები უქმნიან.

თურქეთი სირიელ ქურთ მებრძოლებს ტერორისტებად მოიხსენიებს. ანკარამ, სირიის ჩრდილოეთით, სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, ქურთების საკუთარი საზღვრისპირა ტერიტორიებიდან განსადევნად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system