თავში

თურქეთი რუსული S-400-ის პრობლემის გადაჭრას აშშ-სთან დიალოგით ცდილობს

​თურქეთი რუსული S-400-ის პრობლემის გადაჭრას აშშ-სთან დიალოგით ცდილობს
თურქეთი რუსული S-400-ის პრობლემის გადაჭრას აშშ-სთან დიალოგით ცდილობს

თურქეთისთვის რუსული თავდაცვის სისტემის S-400-ების შეძენაზე უარის თქმა "ძალიან პრობლემური" იქნება და ამ საკითხის მოგვარებას აშშ-თან დიალოგის გზით შეეცდება. ეს განცხადება თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა გააკეთა. ანკარა ამ ეტაპზე მოსკოვთან თავდაცვის სისტემის მეორე პარტიის მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ვაშინგტონმა სანქციები თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სამმართველოს, მის ხელმძღვანელს ისმაილ დემირს და კიდევ სამ თანამშრომელს 2020 წლის დეკემბერში, რუსული S-400-ების შეძენის შემდეგ დაუწესა.

"აშშ-მა დისტანცირება უნდა მოახდინოს ისეთ სახიფათო ენაზე მეტყველებისგან, როგორიც სანქციებია". "ჩვენ პრობლემის გადაჭრა დიალოგის გზით გვინდა. თუ ამერიკულ მხარეს გამოსავლის პოვნა სურს, მისი პოვნა ტექნიკურ დონეზე მუშაობით იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ჰულუსი აქარმა. 

თურქეთის განცხადებით რუსული S-400-ების შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თავდაცვის სისტემის დამაკმაყოფილებელი პირობებით მიღებაზე NATO-თან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსული S-400-ები ალიანსის თავდაცვის სისტემას და მისი F-35 ტიპის გამანადგურებლების პროგრამას საფრთხეს უქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system