თავში

თურქეთი "შარლი ებდოში" ერდოღანის კარიკატურის გამოქვეყნებას გმობს

​თურქეთი "შარლი ებდოში" ერდოღანის კარიკატურის გამოქვეყნებას გმობს
თურქეთი შარლი ებდოში ერდოღანის კარიკატურის გამოქვეყნებას გმობს

თურქეთის ხელისუფლება ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდო“ ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის კარიკატურების გამოქვეყნებას გმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

"საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის ანტიმუსლიმური დღის წესრიგი ნაყოფს იძლევა! “შარლი ებდომ” ახლახან გამოაქვეყნა ე.წ. კარიკატურების სერია, რომელიც სავსეა, სავარაუდოდ, ჩვენი პრეზიდენტის გამოსახულებებით, ვგმობთ აღნიშნული პუბლიკაციის ამაზრზენ მცდელობას, გაავრცელოს თავისი კულტურული რასიზმი და სიძულვილი“, - წერს თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი ფაჰრეთინ ალთუნი "ტვიტერში.“

მისივე თქმით, ამგვარი „უპასუხისმგებლო და უაზრო თავდასხმები“ მხოლოდ რასიზმსა და დისკრიმინაციის ზრდას გამოიწვევს.

ერდოღანის კარიკატურა ჟურნალის 28 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system