
თურქეთი შიდა ფრენებს, გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, 1 ივნისიდან აღადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
მანამდე, შიდა ავია მიმოსვლის განახლება 4 ივნისიდან იყო დაგეგმილი.
ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ადილ კარაიასმაილოღლუს განცხადებით, პირველი რეისი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, სტამბოლიდან ანკარის მიმართულებით განხორციელდება.
ასევე, სტამბოლის აეროპორტიდან განხორციელდება ფრენები იზმირში, ანტალიასა და ტრაპიზონში.
რაც შეეხება ეროვნული ავიაკომპანიის Turkish Airlines- ს, იგი საერთაშორისო ფრენების განახლებას 10 ივნისიდან აპირებს.