თავში

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ეროვნული ვაქცინით აიცრა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ეროვნული ვაქცინით აიცრა
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ეროვნული ვაქცინით აიცრა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჯა კორონავირუსის საწინააღმდეგო, თურქული წარმოების ვაქცინით TURKOVAC აიცრა. მინისტრმა ე.წ. ბუსტერი გაიკეთა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კოჯამ რევაქცინაცია ანკარის საქალაქო საავადმყოფოში ჩაიტარა.

”მე მტკიცედ ვურჩევ ჩვენს მოქალაქეებს TURKOVAC-ით აიცრან, მათ შორის ამ პრეპარატით რევაქცინაცია გაიარონ”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

კოჯას თქმით, ხუთშაბათიდან თურქეთში შიდა წარმოების ვაქცინა ქალაქის საავადმყოფოებში იქნება ხელმისაწვდომი.

მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობ მატულობს, თუმცა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა არ გაზრდილა.

კოჯამ თანამოქალაქეებს მოუწოდა, ნაკლები დრო გაატარონ დახურულ სივრცეში და პირბადე ატარონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system