თავში

თურქეთის მიერ კრიპტოვალუტით გადახდის აკრძალვას Bitcoin-ის ფასის შემცირება მოჰყვა

თურქეთის მიერ კრიპტოვალუტით გადახდის აკრძალვას
თურქეთის მიერ კრიპტოვალუტით გადახდის აკრძალვას Bitcoin-ის ფასის შემცირება მოჰყვა

Bitcoin-ის ფასი 4%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის და კრიპტო აქტივების გამოყენებით გადახდა აკრძალა, იმ მიზეზით, რომ მან შესაძლოა "გამოუსწორებელი" ზიანი მიაყენოს და არალეგალური გარიგებების რაოდენობა გაზარდოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

თურქეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, კრიპტოვალუტა და სხვა ასეთი ციფრული აქტივები, რომლებიც blockchain სისტემაზეა დაფუძნებული, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, პირდაპირ ან ირიბად ვაჭრობისთვის და მომსახურების გადახდისთვის. 

ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა თურქეთის კრიპტო ბაზარი შეაჩეროს, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ დიდი იმპულსი მიიღო მას შემდეგ, რაც არაერთი ინვესტორი შეუერთდა ციფრული ვალუტის ბაზარს და შეეცადა თურქული ლირის გაუფასურება შეეჩერებინა. 

აკრძალვის შემდეგ, Bitcoin-ის ფასი 4,6%-ით შემცირდა და $ 60 333 შეადგინა. მასთან ერთად შემცირდა Etherium-ისა და XPR-ს ფასებიც, შესაბამისად 6%-ითა და 12%-ით. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Bitcoinm-ის ფასი რეკორდულად გაიზარდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system