თავში

თურქეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს

​თურქეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
თურქეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს

თურქმა დეპუტატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტის განხილვისას იჩხუბეს. ინფორმაციას თურქული ტელეარხი NTV ავრცელებს.

ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის დეპუტატის, ერქან აიდინის გამოსვლის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ მას "გამყალბებელი" უწოდა.

საპასუხოდ აიდინმა განაცხადა, რომ ეს სიტყვა თავად მინისტრს შეეფერებოდა.

ამაზე პარლამენტის წევრები მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან აღშფოთდნენ. ისინი ტრიბუნასთან მივიდნენ და აიდინის გამოსვლის შეწყვეტა სცადეს. შედეგად, სიტყვიერი შეტაკება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.

სპიკერი იძულებული გახდა საკანონმდებლო ორგანოს სხდომა შეეჩერებინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system