თავში

თურქეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ქალი დააკავა

​თურქეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ქალი დააკავა
თურქეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ქალი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ადანაში, საკუთარ სახლში 30 წლის ტუნისელი წარმოშობის სუმაია რაისი დააკავა, რომელსაც ყალბი სირიული პასპორტი აღმოაჩნდა. თურქი სამართალდამცავების განცხადებით ქალი ტერორისტული ორგანიზაცია "დაეშის" (ისლამური სახელმწიფო) წევრია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთიდან 4 წლის წინ სირიაში დაბრუნებული სუმაია რაისი მეორედ გათხოვდა და ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა. მისი ქმარი და მაზლი "დაეშის" წევრები იყვნენ. თურქული მედიის ინფორმაციით, არა ერთი სახიფათო ქმედების გამო ქალი, საფრანგეთში ინტერპოლით იძებნებოდა.

დაკავებული ბრალდებებს უარყოფს. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ იგი 4 წლის წინ საფრანგეთიდან სირიაში სასტიკი ქმრისგან თავის დაღწევის მიზნით გაემგზავრა.

მაშინ, როდესაც რაისი ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა, "დაეში" სირიასა და ერაყში ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდნენ. კოალიციური ძალების, თურქული მხარის, სირიის სახელისუფლებო და რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად ისლამურმა სახელმწიფომ სირიაში ყველა დასაყრდენი დაკარგა, თუმცა, თურქული მედიის განცხადებით, რეგიონში "დაეშის" წარმომადგენელთა მცირე ჯგუფები ჯერაც არიან შემორჩენილი.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system