თავში

თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

​თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

NATO-ს სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ათენში, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”თურქეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრებისთვის წინაპირობების გარეშე, საბერძნეთთან ყველა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის”, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

დღესვე ათენი და ანკარა კორონავირუსის ვაქცინაციის სერთიფიკატების ორმხრივ აღიარებაზე შეთანხმდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system