თავში

თურქეთის პრეზიდენტმა და საუდის არაბეთის მეფემ G20-ის სამიტი განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა და საუდის არაბეთის მეფემ G20-ის სამიტი განიხილეს
თურქეთის პრეზიდენტმა და საუდის არაბეთის მეფემ G20-ის სამიტი განიხილეს

საუდის არაბეთის მეფე სალმანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ტელეფონით ისაუბრა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება. 

გამოცემის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. სალმანმა და ერდოღანმა ასევე ისაუბრეს დიდი ოცეულის (G20) ქვეყნების ლიდერების მომავალ სამიტთან დაკავშირებულ საკითხებზეც, რომელსაც საუდის არაბეთი უხელმძღვანელებს.

თურქეთის პრეზიდენტი და საუდის არაბეთის მეფე შეთანხმდნენ, რომ  მომავლისთვის, ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების გადასაჭრელად საჭირო დიალოგისათვის, ყველა გზა ხსნილი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system