თავში

თურქეთის საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთით იერიში მიიტანეს

​თურქეთის საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთით იერიში მიიტანეს
თურქეთის საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთით იერიში მიიტანეს

თურქეთის სამხედრო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთით, დახუკის პროვინციაში, ქურთისტანის ტერიტორიაზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამის პარალელურად გრძელდება სახმელეთო ოპერაციაც. ამ დროისთვის ერაყის ჩრდილოეთით მთებში თურქეთის 24 სამხედრო ობიექტია განლაგებული.

თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია 15 ივნისს დაიწყო და  თურქეთში აკრძალული "ქურთისტანის მუშათა პარტიის" 81 ობიექტი გაანადგურა. თურქეთის სამხედრო ოპერაციას ერაყმა საპროტესტო ნოტით უპასუხა. მიუხედავად ამისა, 17 ივნისს ანკარამ ერაყში სპეცდანიშნულების ნაწილები გადაისროლა, რასაც ერაყის მხრიდან კიდევ ერთი საპროტესტო ნოტა მოჰყვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system