თავში

თურქეთის სასამართლომ 22 ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ 22 ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
თურქეთის სასამართლომ 22 ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთის სასამართlომ, 2016 წლის გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულ 22 ყოფილ ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 

მსჯავრდებულთა შორის არის ლეიტენანტი უმიტ გენსერი, რომელსაც ბრალად "კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა" ედებოდა. მან ტელეკომპანია TRT-ს ერთ-ერთ წამყვანს აიძულა "აჯანყების დეკლარაცია" წაეკითხა. სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ყოფილი მაიორ ფედაქარ აქჩას, პოლკოვნიკ მუჰამეთ ტანჯოს და ყოფილი მაიორ, ოსმან კოლტარლას.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში 2004 წელს სიკვდილით დასჯა გაუქმდა და სამუდამო პატიმრობით ჩანაცვლდა. სასჯელს პატიმრები მკაცრ პირობებში მოიხდიან.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომლის უკან ანკარა აშშ-ში მცხოვრებ სულიერ ლიდერს, ფეთჰულაჰ გიულენს მიიჩნევს, მის სავარაუდო მიმდევრებს ქვეყნაში მუდმივად დევნიან.

2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ 80000 ადამიანი დააკავა და 150000 სამსახურიდან გაათავისუფლა. გადატრიალების მცდელობისას სულ მცირე 250 ადმიანი დაიღუპა. სასულიერო ლიდერი და პოლიტიკური ფიგურა ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც 1999 წლიდან აშშ-ში თვითდევნილობაში ცხოვრობს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system