თავში

თურქეთს რუსეთისგან S-400-ის მეორე პარტიის ყიდვა სურს - ერდოღანი

​თურქეთს რუსეთისგან S-400-ის მეორე პარტიის ყიდვა სურს - ერდოღანი
თურქეთს რუსეთისგან S-400-ის მეორე პარტიის ყიდვა სურს - ერდოღანი

აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების საფრთხის მიუხედავად, თურქეთი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების S-400-ის მეორე პარტიის ყიდვას აპირებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"მომავალში ვერავინ შეძლებს, ჩაერიოს იმაში, რა სახის თავდაცვის სისტემებს ვყიდულობთ, რომელი ქვეყნიდან მოდის ისინი და რა დონეზე. ვერავინ ჩაერევა ამაში. მხოლოდ ჩვენ ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ერდოღანმა.

Reuters წერს, რომ დეკემბერში აშშ-მა თურქეთის რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების პირველი პარტია შეიძინა. ვაშინგტონის განცხადებით, S-400 ამერიკულ F-35 ავიაგამანადგურებლებსა და ზოგადად NATO-ს თავდაცვის სისტემას საფრთხეს უქმნის.

თურქეთი კი აცხადებს, რომ NATO-ს მოკავშირეებთან შესყიდვის ხელსაყრელი პირობების შეთანხმება ვერ შეძლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system