თავში

თურქეთში COVID-კარანტინი შვიდ დღემდე შემცირდა

​თურქეთში COVID-კარანტინი შვიდ დღემდე შემცირდა
თურქეთში COVID-კარანტინი შვიდ დღემდე შემცირდა

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში კარანტინის პერიოდი 7 დღემდე მცირდება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.

"კორონავირუსით ინფიცირებულთათვის საკარანტინო პერიოდი შვიდ დღეს გაგრძელდება. თუ მეხუთე დღეს PCR ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, კარანტინი დაუყოვნებლივ სრულდება“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე კორონავირუსით ინფიცირებულთა კარანტინი 14 დღეს გრძელდებოდა.

კოჯას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შტამი "ომიკრონი" ვრცელდება და ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, სკოლებში დისტანციური სწავლება არ შემოვა.

"ჩვენი სკოლები არ დაიხურება, სანამ ჩვენი ყველა დაწესებულება არ დაიხურება“, - განმარტა მინისტრმა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 66 467 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 143 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. 

14 იანვარს თურქეთში დაწყებული მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით მოსახლეობის 83,38 პროცენტი, აიცრა, პირველით - 91,85 პროცენტი.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვაქცინის 134 195 065 დოზაა შეყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system