თავში

თურქეთში FETO-სთან კავშირის ბრალდებით 238 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა

​თურქეთში FETO-სთან კავშირის ბრალდებით 238 ადამიანის
თურქეთში FETO-სთან კავშირის ბრალდებით 238 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა

თურქეთში გრძელდება იმ პირები დაკავების სერია, ვისაც, ხელისუფლების განცხადებით, 2016 წლის გადატრიალების მცდელობასთან და სასულიერო ლიდერ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. დღეს 238 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა. ეჭვმიტანილებს შორის 218 მოქმედი სამხედროა, მათ შორის ექვსი პოლკოვნიკია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

პოლიციამ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში FETO-ს წევრების შეღწევის აღსაკვეთად სპეცოპერაცია 60 პროვინციაში ჩაატარა. ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 160 ადამიანი დააკავეს.

თურქეთში, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომლის უკან ანკარა აშშ-ში მცხოვრებ სულიერ ლიდერს, ფეთჰულაჰ გიულენს მიიჩნევს, მის სავარაუდო მიმდევრებს ქვეყნაში მუდმივად დევნიან.

2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ 80000 ადამიანი დააკავა და 150000 სამსახურიდან გაათავისუფლა. გადატრიალების მცდელობისას სულ მცირე 250 ადმიანი დაიღუპა. სასულიერო ლიდერი და პოლიტიკური ფიგურა ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც 1999 წლიდან აშშ-ში თვითდევნილობაში ცხოვრობს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system