თავში

თურქეთში FETO-სთან კავშირის ბრალდებით 99 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა

​თურქეთში FETO-სთან კავშირის ბრალდებით 99 ადამია
თურქეთში FETO-სთან კავშირის ბრალდებით 99 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა

თურქეთში გრძელდება იმ პირები დაკავების სერია, ვისაც, ხელისუფლების განცხადებით, 2016 წლის გადატრიალების მცდელობასთან და სასულიერო ლიდერ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. დღეს 99 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ DHA ავრცელებს.

პოლიციამ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში FETO-ს წევრების შეღწევის აღსაკვეთად სპეცოპერაცია 40 პროვინციაში ჩაატარა.

55 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

99 ადამიანიდან, ვისი დაკავების ორდერიც გაიცა, 65 ადრე სახელმწიფო სამსახურიდან დაითხოვეს, 34 კი "კერძო იმამებად" მუშაობს.

ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დაკავებულებს მობილური აპლიკაცია ByLock-ის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

თურქეთში, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომლის უკან ანკარა აშშ-ში მცხოვრებ სულიერ ლიდერს, ფეთჰულაჰ გიულენს მიიჩნევს, მის სავარაუდო მიმდევრებს ქვეყნაში მუდმივად დევნიან.

2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ 80000 ადამიანი დააკავა და 150000 სამსახურიდან გაათავისუფლა. გადატრიალების მცდელობისას სულ მცირე 250 ადმიანი დაიღუპა. სასულიერო ლიდერი და პოლიტიკური ფიგურა ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც 1999 წლიდან აშშ-ში თვითდევნილობაში ცხოვრობს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system