თავში

თურქეთში გიულენის მოკავშირეობის ბრალდებით 94 სამხედრო დააკავეს

თურქეთში გიულენის მოკავშირეობის ბრალდებით 94 სამხედრო დააკავეს
თურქეთში გიულენის მოკავშირეობის ბრალდებით 94 სამხედრო დააკავეს

თურქეთში  94 ყოფილი თურქი სამხედრო მოსამსახურე დააპატიმრეს, რომლებსაც ფეთულა გიულენის მოკავშირეობა ედებათ ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა Sabah ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულ ეჭვმიტანილთა შორის არიან არმიის ყოფილი მეთაურები, ლეიტენანტები, ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და სერჟანტები. 

ფეთულა გიულენი თურქეთიდან ამერიკაში, პენსილვანიის შტატში გახიზნული სასულიერო ლიდერია, რომელსაც ოფიციალური ანკარა გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. მას მშობლიურ ქვეყანაში ბევრი მიმდევარი ჰყავს, მათ შორის პოლიციასა და სასამართლო სისტემაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system