თავში

თურქეთში კომენდანტის საათი უქმდება

თურქეთში კომენდანტის საათი უქმდება
თურქეთში კომენდანტის საათი უქმდება

თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან ქვეყანაში კომენდანტის საათი გაუქმდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ამას გარდა, 1-ლი ივლისიდან მოიხსნება კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესი ნაწილი, კერძოდ დახურული სამუშაო ადგილები და კინოთეატრები ხელახლა გაიხსნება, ღია სივრცეში საქორწილო ცერემონიალების გამართვა სტუმრების რაოდენობის შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი.

ასევე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაშვებულ იქნება კონცერტები და ფესტივალები. გაიხსნება პარკები, ბაღები და საპიკნიკე ადგილები.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსით 5 409 027 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 49 576-ს აჭარბებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system