თავში

თურქეთში კორონავირუსის 21 747 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთში კორონავირუსის 21 747 ახალი შემთხვევა დადასტურდა
თურქეთში კორონავირუსის 21 747 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 747 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 192 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 8 839 891 შემთხვევა გამოვლინდა, 77 230 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 372 778 - გამოჯანმრთელდა.

14 იანვარს თურქეთში დაწყებული მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით მოსახლეობის 81,44% აიცრა, პირველით - 90,73%.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვაქცინის 120 640 853 დოზაა შეყვანილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system