თავში

თურქეთში კორონავირუსის 24 317 ახალი შემთხვევა დადასტურდა

​თურქეთში კორონავირუსის 24 317 ახალი შემთხვევა დადასტურდა
თურქეთში კორონავირუსის 24 317 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 317 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 189 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 8 770 372 შემთხვევა გამოვლინდა, 76 635 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 301 883 - გამოჯანმრთელდა.

14 იანვარს თურქეთში დაწყებული მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 120,26 მილიონი დოზა იქნა შეყვანილი.

საერთო ჯამში, პირველი დოზა 56,23 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ხოლო 50,4 მილიონზე მეტი მოქალაქე სრულად აიცრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system