თავში

თურქეთში კორონავირუსის 44 869 ახალი შემთხვევა დადასტურდა

​თურქეთში კორონავირუსის 44 869 ახალი შემთხვევა დადასტურდა
თურქეთში კორონავირუსის 44 869 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 869 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 184 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 9 597 670 შემთხვევა გამოვლინდა, 82 795 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 9 136 290 - გამოჯანმრთელდა.

14 იანვარს თურქეთში დაწყებული მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით 57 მილიონამდე ადამიანი აიცრა, პირველით - 51,67 მილიონი. 17.2 მილიონზე მეტი ადამიანი მესამე დოზით აიცრა.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვაქცინის 132,7 მილიონი დოზაა შეყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system