თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 74 266 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 137 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 10 117 954 შემთხვევა გამოვლინდა, 83 980 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 9 394 089 - გამოჯანმრთელდა.
14 იანვარს თურქეთში დაწყებული მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით 51,9 მილიონი ადამიანი აიცრა, პირველით - 57,1 მილიონი. 22,2 მილიონზე მეტი ადამიანი მესამე დოზით აიცრა.
საერთო ჯამში ქვეყანაში ვაქცინის 137,4 მილიონი დოზაა შეყვანილი.