თავში

თურქეთში "ქურთისტანის მუშათა პარტიის" 7 წევრი "ნეიტრალიზებულია"

​თურქეთში "ქურთისტანის მუშათა პარტიის" 7 წევრი "ნეიტრალიზებულია"
თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტიის 7 წევრი ნეიტრალიზებულია

თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა "ქურთისტანის მუშათა პარტიის" სულ მცირე 7 წევრის "ნეიტრალიზაცია" მოახდინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ლიკვიდირებულ მეამბოხეებს შორის ორს "ნარინჯისფერი კატეგორია" ჰქონდა მინიჭებული. ეს ნიშნავს, რომ მათი დაკავება პრიორიტეტული იყო, ლიკვიდაციის სანაცვლოდ დაწესებული ჯილდო კი მაღალი.

სპეცოპერაცია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სიირთისა და ფარასინის რაიონებში ჩატარდა.

"ქურთისტანის მუშათა პარტია" თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system