თავში

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

დასავლეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცმებით დაშავებულთა რაოდენობა 419-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, მაშველები 12 შენობასთან მუშაობენ, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ამ დროისთვის ნანგრევებიდან 70 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

ადგილზე მუშაობს 40 სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მაშველთა 35 რაზმი და ორი სამედიცინო ვერტმფრენი.

ცნობისთვის, თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალდა საბერძნეთის კუნძული სამოსი, სადაც ნგრევას 2 მოზარდი ემსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system