თავში

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 107-მდე გაიზარდა - განახლებულია

თურქეთში მიწისძვრის შედეგად
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 107-მდე გაიზარდა - განახლებულია

თურქეთის ქალაქ იზმირში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 107-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა 994-ს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოში (AFAD) განაცხადეს.

ოფიციალური პირების განცხადებით, იზმირის ხუთი განადგურებული შენობის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

-10:21-

თურქეთის ქალაქ იზმირში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა 994-ს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოში (AFAD) განაცხადეს.

ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოში მიწისძვრის შედეგად დაშავებული 147 ადამიანი რჩება.

სამაშველო ოპერაცია, რომელშიც 8000 მაშველი და 25 ძაღლი იყო ჩართული, ამ წუთებშიც გრძელდება. ამჟამად მაშველები 5 შენობის ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.

დაზარალებულთათვის დროებითი თავშესაფრები მოწყობილი, 3500 კარავი და 13 000 საწოლია განთავსებული.

6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის ტერიტორიაზე 410 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. მათგან, 33 ბიძგის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდას აჭარბებდა. ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგის სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდას შეადგენდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა.

საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად ორი მცირეწლოვანი გარდაიცვალა და 19ადამიანი დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system