თავში

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ ძლიერი ხანძარია - VIDEO

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ ძლიერი ხანძარია
თურქეთში მიწისძვრის შემდეგ ძლიერი ხანძარია  - VIDEO

თურქეთის ქალაქ ელაზიღში მიწისძვრის შემდეგ ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს უკიდია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გაჩნდა. გაზგამტარი მილის დაზიანება, კი ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია.

ამ წუთებში საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო მანქანა. 

ცნობისთვის, პირველადი მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა აღმოსავლეთით, ელაზიღის პროვინციაში მოხდა. ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 6.8 მგნიტუდა შეადგინა.

აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით მიწისძვრა იგრძნობოდა სირიაში, საქართველოსა და სომხეთშიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system