თავში

თურქეთში მოქალაქეობის გაცემა გამარტივდა

​თურქეთში მოქალაქეობის გაცემა გამარტივდა
თურქეთში მოქალაქეობის გაცემა გამარტივდა

უცხოელებისთვის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობაში მიღების წესში ცვლილებები შევიდა. Report.ge-ს ცნობით, გადაწყვეტილებას თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოაწერა ხელი.

დოკუმენტის მიხედვით, თურქეთის მოქალაქეობის მიღების ძირითადი დებულებები და კრიტერიუმები შემდეგნაირად განისაზღვრება :

1. 250 ათასი აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენა;

2. 500 ათასი დოლარის ოდენობის დეპოზიტის ბანკში განთავსება;

3. 500 ათასი დოლარის ოდენობის ფასიანი ქაღალდების შეძენა;

4. 500 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციების შეძენა;

5. 500 ათასი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო ფონდების წილების შეძენა;

6. 50 სამუშაო ადგილის შექმნა.

ვინც ამ დებულებიდან ერთ-ერთს მაინც შეასრულებს, თურქეთის მოქალაქეობას დაუყოვნებლივ მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system