თავში

თურქეთში ოპოზიციური მერი დააკავეს

თურქეთში ოპოზიციური მერი დააკავეს
თურქეთში ოპოზიციური მერი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ბურაქ ოღუზი დააკავა, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ ყოფილ იმამსა და პოლიტიკურ მოღვაწეს, ფეთჰულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი. თავად გიულენს ანკარა 2016 წელს არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

ბურაქ ოღუზმა ადგილობრივ არჩევნებში მარტში გაიმარჯვა. იგი ეგეოსის ზღვისპირა პატარა ქალაქის, ურლას პირველი მერია მთავარი ოპოზიციური, თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია ტერორიზმში ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.

მანამდე, ქურთ მეამბოხეებთან კავშირის ბრალდებით, პროქურთული პარტიის წევრი 14 მერი დააკავეს.

გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე 260 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. ამ დროისთვის 171 ადამიანი უკვე დააკავეს. 2016 წლიდან დღემდე ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვი 500000-ს აჭარბებს.

ფეთჰულა გიულენი, რომელიც 1996 წლიდან ნებაყოფლობით დევნილობაშია და აშშ-ში ცხოვრობს, თურქეთის 2016 წლის გადატრიალების მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system